საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საჯარო მოხელე აღარ არის და არ არის ვალდებული, რომ ვინმეს სიტყვა შეუბრუნოს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.
“მე აღარ ვარ საჯარო მოხელე და არ ვარ ვალდებული, ვინმეს არ შევუბრუნო სიტყვა. მე თურმე ბენდუქიძისა და მისი უნივერსიტეტისთვის უნდა დამეხუჭა თვალი, როცა კანონს არღვევდნენ. მე ამას არ მივაქციე ყურადღება და გავაკეთე ის, რის ვალდებულებასაც კანონი მაძლევდა”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.