ცოტა ხნის წინ ქუთაისის ციხეში ძმის მკვლელმა ძმამ თავი მოიკლა

ცოტა ხნის წინ ქუთაისის ციხეში ძმის მკვლელმა ძმამ თავი მოიკლა

ქუთაისის იზოლატორში ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულმა გიორგი წურწუმიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრებისთვის დეტალები უცნობია.

28 სექტემბერს, გიორგი წურწუმიამ ძმას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში და დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად გაიზიარა პროკურორის შუამდგომდგომლობა. ,,მე არ ვაპირებ თავის გამართლებას. თავს არ დავიცავ,”- აღნიშნა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე და უფლებადამცველის ყოლაზე უარი განაცხადა.