უნაზესი ხაჭოს ბატონები ცხობის გარეშე

უნაზესი ხაჭოს ბატონები ცხობის გარეშე

ინგრედიენტები

ხაჭო - 300 გ

არაჟანი - 1 ს/კ

კვერცხი - 1 ცალი

შაქარი - 2 ს/კ

მარილი - 0,25 ჩ/კ

სოდა - 0,5 ჩ/კ

ვანილი - დანის წვერით

გამაფხვიერებელი - 0,5 ჩ/კ

ფქვილი - 3 ს/კ

ზეთი - 2 ს/კ

შაქრის პუდრა - 2 ს/კ

მომზადების წესები

გაატარეთ ხაჭო საწურში, რათა მიიღოთ კრემისებური მასა.

ჯამში აურიეთ ხაჭო, არაჟანი, კვერცხი, შაქარი, სოდა, გამაფხვიერებელი, ვანილი, მარილი და ფქვილი. კარგად აურიეთ. თუ საჭირო გახდა, ფქვილით დაარეგულირეთ ცომის სისქე.

სამუშაო ზედაპირზე მოაყარეთ ფქვილი და გადაიტანეთ მასზე ცომი. მიეცით მოგრძო ბატონების ფორმა და შეწვით ზეთში ბატონები ყველა მხრიდან.

შემწვარ ბატონებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.