ინგრედიენტები
ბადრიჯანი - 1 ცალი
პრასი - 1 ცალი
ტკბილი წიწაკა - 1 ცალი, პატარა
ჰოლანდიური ყველის ფირფიტები - 2 ცალი
მოხარშული ძეხვი - 2 თხელი ნაჭერი
კამა - 2-3 ღერი
კვერცხი - 2-3 ცალი
ფქვილი - 2 ჩ/კ
არაჟანი - 1 ჩ/კ
წყალი ან რძე - 1 ს/კ
ზეთი ან კარაქი - 1 ს/კ
მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
ბოსტნეული თხელ რგოლებად დავჭრათ და ცხიმში მოვშუშოთ, დავუმატოთ დაჭრილი ყველი და ძეხვი.
კვერცხი, არაჟანი, მარილი, წიწაკა, ფქვილი და რძე ავთქვიფოთ, მოვასხათ მოშუშულ ინგრედიენტებს და თავდახურული დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ, სანამ მომზადდება.