"რატატუი" ბოსტნეულითა და პასტი

ინგრედიენტები

ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ

წითელი ხახვი - 1 თავი

ნიორი - 1 კბილი

ტომატპასტა - 1 ს/კ

ბოსტნეულის ბულიონი - 900 მლ

პასტა პენე - ან რიგატონი 350 გ

ჩერი პომიდორი - 500 გ

ბადრიჯანი - 400 გ

ნაღები 20%-იანი - 3 ს/კ

ოხრახუში - დაჭრილი, 0,5 ჭიქა

გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 0,5 ჭიქა

მომზადების წესები

სქელძირიან ღრმა ქვაბში გააცხელეთ ზეთი, მოხრაკეთ წმინდად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ ნიორი და ტომატპასტა, გაფცქვნილი და დაჭრილი ბადრიჯანი, ხრაკეთ 1 წუთის განმავლობაში.

ჩაასხით ქვაბში ბულიონი და აადუღეთ, ჩაყარეთ პასტა, დაუმატეთ პომიდორი ჩერი, ხარშეთ პასტის ბოლომდე მოხარშვამდე.

დაუმატეთ ნაღები, ამოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი ოხრახუში.