ადა მარშანია პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციას და „ქართული ოცნების“ წევრებს დაუპირისპირდა. მან უმრავლესობის დეპუტატებს ლაჩრები უწოდა, რადგან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელს გიგა ბოკერიას პარლამენტში საუბრის საშუალებას აძლევენ.
“გული გამისკდა, აღარ შემიძლია. შენ ხარ უნამუსო, მკვლელი. შეურაცხყოფას ვაყენებ თქვენს ამომრჩეველს, რომელმაც უნამუსოდ მოგცათ ხმა“,- მიმართა ადა მარშანიამ გიგა ბოკერიას.
ბოკერიამ მას უპასუხა:“ჩვენც ძალიან გვიჭირს, რომ პუტინის ხალხი გვიზის უკან“.
ადა მარშანია შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიუბრუნდა და მათ ლაჩრები უწოდა.
“თქვენ ხართ მოღალატეები, ლაჩრები, თქვენ უღალატეთ ქართველ ხალხს. სირცხვილია, რომ ამბობთ, რომ ესენი ხალხმა აირჩია“,- მიმართა ადა მარშანიამ „ოცნების“ დეპუტატებს და სხდომათა დარბაზი დატოვა. დაპირისპირების დასრულების შემდეგ თინა ბოკუჩავას რეპლიკა: “ეს არის ბიძინას რჩეული ოპოზიცია“.