კანდელაკი:  ოკუპაცია არ არის ის თემა, რომ 70-ე საკითხად განვიხილოთ

კანდელაკი: ოკუპაცია არ არის ის თემა, რომ 70-ე საკითხად განვიხილოთ

„ევროპული საქართველო“ ითხოვს, რომ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე მათი დადგენილების პროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე არ გაჭიანურდეს.

როგორც პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ეს საკითხი დღის წესრიგში 70-ე ადგილას არის. დეპუტატი აქვე დასძენს, რომ ოკუპაცია არ არის ის თემა, რომ 70-ე საკითხად იყოს. „განვიხილოთ ამ კვირაში, თუნდაც ხვალ“, - მიმართა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის თავმჯდომარეს.

ამასთან, გიორგი კანდელაკი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სთავაზობს, ამ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით სამუშაო ფორმატში დიალოგი გაიმართოს.

“ვცადოთ შეთანხმება, თუ რა დავალება უნდა გასცეს პარლამენტმა მთავრობის მიმართ, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, ამავე დროს დევნილთა საკუთრების უფლების თემაც არ გაქრეს რადარებიდან. ჩვენი დევნილებისთვის წართმეული სახლები ქირავდება ამერიკული და ევროპული კომპანიების მიერ აფხაზეთში“, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გიორგი კანდელაკს მიუთითა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან გაიაროს, და ამის შემდეგ დაგეგმონ, რა პროცედურით წავლენ და როდის მოხდება განხილვა. დადგენილების პროექტი გულისხმობს:

  1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;
  3. ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ.
სოციალისტი არ ასწავლოთ შვილებს ინგლისური, თორემ შიძლება ერთ დღეს ასეთი ავოკადო მიიღოთ კანდელაკი რომაა!!!
5 წლის უკან