კატლეტის მომზადების უმრავი ვერსია არსებობს, მაგრამ ეს მაინც ყველაზე განსაკუთრებულია. ამიტომაც, გირჩევთ, აუცილებლად ჩაინიშნოთ.
ინგრედიენტები
ხორცის ფარში - 500 გ
ხახვი - 1 თავი
თეთრი პური - 3 ნაჭერი
დაჭრილი ოხრახუში - 2 ჩ/კ
მდოგვის ფხვნილი - 1 ჩ/კ
კვერცხი - 2 ცალი
ცივი წყალი - 3 ჭიქა
ზეთი შესაწვავად
მარილი და პილპილი
მომზადების წესები
დაჭერით ხახვი მსხვილად. წინასწარ დაალბეთ პურის ნაჭრები წყალში. მოამზადეთ სამზარეულოს კომბაინი ან ბლენდერი. ერთად ჩაყარეთ ხახვი, გაწურული დამბალი პური და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ყველაფერი კარგად დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ აქვე დაუმატეთ ხორცის ფარში, მარილი და პილპილი. ხელით აურიეთ. აქვე გეტყვით, რომ ფარში არ უნდა იყოს წვრილად გატარებული. თუ არ გაქვთ კომბაინი, ან ბლენდერი, გაატარეთ ხორცსაკეპის მსხვილ ბადეზე.
აიღეთ ღრმა ჯამი და გადაიტანეთ მასში ფარში. დაუმატეთ მშრალი საფუარი. კვერცხის გულები გააცალკევეთ ცილისგან. გული დაუმატეთ ფარშს და ყველაფერი კარგად აურიეთ. თუ ფარში ძალიან სქელია, დაუმატეთ ცოტაოდენი ცივი წყალი.
მეორე ღრმა ჯამში ათქვიფეთ ცილა სქელი ქაფის მიღებამდე. თუმცა არა მკვრივი მასის. ცილის ერთი ნაწილი შეურიეთ ფარშს ხის კოვზის მეშვეობით. შემდეგ დაუმატეთ მეორე ნაწილი და კვლავ კარგად აურიეთ.
გააკეთეთ კატლეტები მიღებული ფარშისგან და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.