საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.
ინციდენტი გედევან ფოფხაძის განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან ვანო ზარდიშვილს უთხრა, რომ მისი პოზიცია და მორალი უკვე გარკვეულია. რის შემდეგაც ვანო ზარდიაშვილმა გედევან ფოფხაძე მიმართა: „რა მორალზე ლაპარაკობ, ბესელიას მორალი მოიკითხე შენ“.
სწორედ ზარდიაშვილის ამ რეპლიკას მოჰყვა ეკა ბესელიას გაღიზიანება.
სხდომაზე დროებით შესვენება გამოცხადდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ.