საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.
თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ოკუპაციაზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ჯანდაცვაზე, კლიმატის ცვლილებებზე.
პრეზიდენტის გამოსვლას სოციალურ მედიაში საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა.
საქართველოს ყოფილ და ამჟამინდელი პრეზიდენტების (მიხეილ სააკაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის) გაეროში სიტყვით გამოსვლებს შორის ჟურნალისტმა დარეჯან მეფარიშვილმა სოციალურ ქსელში პარალელები გაავლო. ამასთან, ჟურნალისტმა იმ კოლეგებს მიმართა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის სიტყვას აკრიტიკებენ:
ოთხჯერ წავიკითხე სალომე ზურაბიშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლის ტექსტი.
ოთხჯერ წავიკითხე მიხეილ სააკაშვილის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 63-ე ყოველწლიურ სხდომაზე გამოსვლის ტექსტი.
ზურაბიშვილი გაერო-ს ასამბლეის სესიაზე გამოვიდა 2019 წლის 25 სექტემბერს. სააკაშვილი – 2008 წლის 23 სექტემბერს.
მეორე დღეა “ფესისბუქში” ვკითხულობ სტატუსებს და კომენტარებს, განსაკუთრებით ჟურნალისტების მოსაზრებებს.
ბნელიტა კივის (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) – სალომე ზურაბიშვილმა ერთხელ არ თქვა რომ რუსეთი ოკუპანტია. კივიან ბოლო ხმაზე – სასო და ასოწარკვეთილნი.
2019 წლის 25 სექტემბერს, აფხაზეთის დაკარგვიდან მრავალი ათეული, სამაჩაბლოს დაკარგვიდან თითქმის ერთი ათეული წლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი თავისი გამოსვლის მესამე წინადადებაში ამბობს, საქართველომ: “… გადაიტანა ომი და დღემდე გაჭიანურებული კონფლიქტისა და ოკუპაციის პირობებშია”.
თავის გამოსვლაში, საქართველოს პრეზიდენტი, სიტყვა ოკუპაციას ახსენებს რამდენჯერმე (თქვენ დაითვალეთ, თუ რა თქმა უნდა თვლა იცით, ათამდე მაინც).
მაგრამ მას კლიმაქსით შეპყრობილი, თავის დამკვიდრებისათვის ათასგვარ სისულელემროშავი, სისულელემჯღაპნელი ნაროდი ყვავივით დასჩხავის, რომ თურმე რუსეთის მეხოტბეა და რომ მან თავის სიტყვაში არ თქვა – რუსეთი ოკუპანტია.
სწორედ ამ ისტერიის გამო წავიკითხე (ოთხჯერ) მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ტექსტი, რომელიც მან გაეროში აგვისტოს ომიდან ერთ თვეში წარმოსთქვა.
სააკაშვილმა სიტყვა ოკუპაცია, არამთუ – რუსეთი ოკუპანტია – ერთხელაც კი არ თქვა. – და ეს, აგვისტოს ომიდან ერთ თვეში! დასკვნებს მე მხოლოდ ჩემთვის ვაკეთებ, არც პოლიტიკოსი ვარ, არც ანალიტიკოსი და არც ექსპერტი და არავის ვახვევ ჩემს შეხედულებებს. დასკვნა თქვენ თავად გააკეთეთ. მაგრამ მაინც – თქვენ ეტყობა სხვა ოკუპანტები გყავთ და ამიტომ ჰკივით სალომემ რუსეთი ოკუპანტია არ თქვაო.
მჯღაპნელი ბნელიტა, ისინი, ვინც დუჟმორეული წიკვინებთ, დასცინით ზურაბიშვილს (რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ასაკსაც ხშირად უსვამთ ხაზს – პენსიონერი, პენსიონერი, თითქოს პენსიონერობა დამღაა) ეს რა ეცვა, ეს რა თქვა და ასე შემდეგ, უბრალოდ არშემდგარი, გაუნათლებელნი ხართ.
მეტიც, თქვენ ხართ სამშობლოს მოღალატენი! სკამისმოყვარულნი და ფულის გულისთვის ქართველთა სისხლით მორწყული მიწა-წყლის დამაქცევარნი.
რატომ? იმიტომ რომ თქვენ გძულთ ყველა და ყველაფერი, საკუთარი თავისა და თქვენსავით ასოწარკვეთილთა გარდა. თქვენ მზად ხართ ძირი გამოუთხაროთ ჩემს სამშობლოს, ჩემი შვილების მომავალს. თქვენთვის ყველაფერი სულერთია, ოღონდ თქვენ იყოთ კარგად და თქვენი კარგად ყოფნა ფული და მდგომარეობაა…
მე კი ჯერ არ მინახავს მკვდარს წინ სკამი ან ქონება მიჰყვებოდეს – თქვენი მსგავსნი ისტორიამ ისე დაასამარა, სახელი და გვარი კი არა, ფერფლიც არ შემოინახა, ჩემი სამშობლო კი გადარჩა. ახლაც გადარჩება ნაროდის ნაროდი, რომელიც თქვენ აგყვათ და ბეჭს იგდებენ ჯღაპნით, ერთი უვიცი ბრბოა, რომელზედაც თქვენისთანა მჯღაპნელები ზემოქმედებს – ჰოდა, დალპებით, აი, მანდ – ფსკერზე!
განა ,ასე ძნელია ცუდზე ცუდი თქვა და კარგზე კარგი”, – წერს დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში.
http://mfa.gov.ge/News/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94-(1).aspx?fbclid=IwAR2pspp2BbabYFuVdeYKEFnYKmkg8FJzWWCG0cmUacIDG9tjAH3QVlFH0MM