“ისტერიკაში ჩავარდნენ “ნაცები” – აგერაა… მოისმინეთ და ერთი რამე დაიმახსოვრეთ..!” – თამარ ჩერგოლეიშვილი (ვიდეოარქივი)

“ისტერიკაში ჩავარდნენ “ნაცები” – აგერაა… მოისმინეთ და ერთი რამე დაიმახსოვრეთ..!” – თამარ ჩერგოლეიშვილი (ვიდეოარქივი)

“ტაბულა” – ს დამფუძნებელი, ჟურნალისტი, “ევროპული საქართველო”- ს ლიდერის გიგა ბოკერიას ცოლი, თამარ ჩერგოლეიშვილი “ნაციონალების” მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს “ფეისბუქის” პირად გვერდზე პასუხობს:

“ენმ” – ის “ინტელექტუალურმა ელიტამ” – ვინმე ობოლაძემ ახალი არგუმენტი მოიფიქრა.

თურმე დღეს, პოლიტიკურად აქტიური სააკაშვილის დღევანდელი რიტორიკის კრიტიკა, არის იგივე, რომ ბოკერიას წარსული გაუხსენო.

დიდი მადლობა მას, რომ ამ საკითხზეც “ენმ” – თან განსხვავების ხაზგასმის შესაძლებლობა მოგვცა!

არასოდეს, არცერთ დისკუსიაში, ევსაქების არცერთ ლიდერს არ გაუკრიტიკებია სააკაშვილი, ან მისი პარტიის რომელიმე წევრი წარსულის გამო.

არასოდეს!

ვერ მაჩვენებთ ევსაქების ვერცერთ განცხადებას, სადაც ისინი მიშას, ან ენმ-ს 9 წლიანი საერთო წარსულის გამო აკრიტიკებენ და ამავდროულად თვითკრიტიკულებიც არ არიან!

არ არსებობს ასეთი განცხადება ბუნებაში!

ყოველთვის, ყველა დისკუსიაში ევსაქები იღებენ პასუხისმგებლობას წარსულ ჩავარდნებზეც და ბუნებრივია სიკეთეებზეც.

თუ წარსულის ქექვა და წარსული პასუხისმგებლობიდან გაქცევა ვინმეს ახასიათებს, ეს მხოლოდ მიშა და მისი პარტიაა (შემიძლია კონკრეტული მაგალითები მოვიყვანო).

ევსაქების კამათი და კრიტიკა ეხება მხოლოდ დღევანდელ და ხვალინდელ დღეს!

ენმ-თან საერთო წარსულს ევსაქები თვითკრიტიკულად უყურებენ!

რაც შეეხება ობოლაძის “დაშვებას” – ეს დაშვება არაა, ამას ნაცი ლიდერები (მაგალითად ვაშაძე) ისედაც აკეთებენ. ასე რომ წარსულის ქექვით ვერავის გააკვირვებენ, ვერც დააფრთხობენ” – დაწერა ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში, რაზეც ნიკა ობოლაძემ პოსტის კომენტარების მეშვეობით უპასუხა:

“არანაირი დღევანდელი რიტორიკის კრიტიკა არ ყოფილა ევსაქების მხრიდან ბოლო დღეებში.

იხ. კაკოს გამოსვლა სადაც მთელი ნარატივი ააგეო იმაზე, შარშან ნაცმომ გვაწყენინაო.”

აღნიშნული პოსტის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ინტერვიუს ვიდეოარქივი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა:

“და კიდევ ერთი – ისტერიკაში ჩავარდნენ ნაცები, გიგა იტყუება, მოსამართლეებს არ ირჩევს სმარტფონებითო – აბრალებსო.

ეკა ხერხეულიძე აქტიურობდა და თავად რომანიც იგივეს იძახდა!

აგერაა და იხილეთ, მოისმინეთ!

და ერთი რამე დაიმახსოვრეთ:

1) ჩვენ არ ვიტყუებით და ცილს არავის ვწამებთ!

2) ჩვენ მეხსიერება კარგი გვაქვს და თქვენი ლიდერების განცხადებებს არითმეტიკული სიზუსტით ვიმახსოვრებთ!

3) რაც ზუსტად არ ვიცით, ვამოწმებთ – ისე არ ვიძახით!

4) ყველა სადავო საკიტხს, მატერიალურად დაგიმტკიცებთ

——

– გვარამია – რომ დაბრუდნებით როგორი იქნება დემოკრატიული მდგომარეობა.

– სხვანაირი

– გვარამია – სასამართლო როგორი იქნება ?!

– უზენაეს სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს ხალხი ელექტრონულად, პროკურორს აირჩევს ელექტრონულად ,არჩევნები და გადაწყვეტილება იქნება ელექტრონული

– სასამრთლოში თავმჯდომარეს აირჩევენ ელექტრონულად

– ქართველს ?

– თავმჯდომარე უნდა აირჩიონ ელექტრონულად ,მაგრამ ყველა სხვა დანარჩენი წევრი უნდა იყოს ინგლისელი, ჰოლანდიელი , ამერიკელი. 15- 20 წელი დაგვჭირდება.

– ქვედა მოსამართლეები ისინი იქნებიან ინსტანცია .

– პლიუს საბოლოო ინსტანცია , კომერციულ დავებზე ლონდონის უმაღლესი სასამართლო ,ლაზიკაზე ესეც მქონდა გაკეთებული. აი როგორც მანქანის მძღოლი რომ არღვევს და ‘’პრაკოლი ‘’ თუ აქვს ათი განაჩენი რომ შეეცვლება ჰოლანდიელი ან ინგლისელი მოსამართლის მიერ ავტომ,ატურად მოსამართლე წავა სახლში, ამას გადაწტვეტს არა იუსტციის საბჭო არა რომელიმე ახალი წულუკიანი ,არამედ ხალხი . ხალხი დანიშნავს თვითონ !”