საუზმე, რომლის მოსამზადებლად რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ, შედეგი კი გაგაოცებთ

საუზმე, რომლის მოსამზადებლად რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ, შედეგი კი გაგაოცებთ

მარტივი ინგრედიენტებით მომზადებული იდეალური საუზმე, რომლის მომზადებას ოჯახის წევრები ხშირად გთხოვენ

ინგრედიენტები

სპეციალური პური - 4 ცალი (მრგვალი ფორმის)

ბეკონი - 150 გ

მწვანილი - 1 კონა

კვერცხი - 4 ცალი

მაგარი სახეობის ყველი - 100 გ

მომზადების წესები

 გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე

აიღეთ პური ("ბულკი") მოაჭერით ზედა ნაწილი და კოვზის დახმარებით ამოაცალეთ შიდა ნაწილი. დატოვეთ 1 სმ სისქის გარეკანი.

დაჭერით ბეკონი სასურველ ფორმებად და მოათავსეთ პურის ფსკერზე, შემდე კი ფრთხილა დაახალეთ კვერცხი.

ამის შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი,ზემოდან კი დაახეხეთ ყველი.

პურის შიგნითვე , ჩანგლით ადღვიბეთ მასა და პურს დააფარეთ ის ნაწილი, რომელიც თავიდანვე მოაჭერით.

პურები გაახვიეთ ფოლგაში, მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში.