მსუბუქი სალათა ბოსტნეულითა და ქათმის ღვიძლით

მსუბუქი სალათა ბოსტნეულითა და ქათმის ღვიძლით

ინგრედიენტები

ქათმის ღვიძლი - 400 გ

სტაფილო - 100 გ

ხახვი - 2 ცალი

კიტრის მარინადი - 2-3 ცალი

მაიონეზი

მომზადების წესები

დაჭერით ხახვი წვრილად და მოთუშეთ მცენარეულ ზეთში. დაუმატეთ მარილი.

მოხარშეთ ქათმის ღვიძლი ( ხარშვის დროს დაუმატეთ მარილი) და რომ გაცივდება, დაჭერით.

შეურიეთ ქათმის ღვიძლი და ხახვი.

სტაფილო კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ, გახეხეთ გრძლად და დაუმატეთ ღვიძლსა და ხახვს.

საბოლოოდ, დაჭერით კიტრი და დაუმატეთ სხვა ინგრედიენტებს.

სალათს დაუმატეთ მაიონეზი ( ან არაჟანი) და გემრიელად მიირთვით!