სახლში მომზადებული დონატები

სახლში მომზადებული დონატები

ინგრედიენტები

მარილი

შაქარი - 1-2 ს.კ

საფუარი - 6 გ

კარაქი (მარგარინი) - 100 გ

კვერცხი - 1 დიდი

წყალი - 180 მლ

ფქვილი - 500 გ

გამდნარი შოკოლადი

მომზადების წესები

შევურიოთ ყველა მშრალი ინგრედიენტი, შემდეგ დავამატოთ წყალი, ბოლოს გამდნარი კარაქი და კვერცხი.

დავასვენოით ცომი, ამოფუების შემდეგ გავაბრყელოთ და ამოვჭრათ მრგვალი დონატები. დავალაგოთ ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე ხელახლა ამოსაფუებლად.

შევწვათ დონატები ფრიტიურში ან ქვაბში, ბლომად ზეთში, საშუალო სიმხურვალეზე, სანამ არ შეოქროსფრდება.

გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმისგან დასაწდობად. ამის შემდეგ ამოვავლოთ გამდნარ, შეგრილებულ შოკოლადში.