19 - 23 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და „წითელი ხიდი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 8,040 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.