საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.გ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 153 916.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა (1116.33 გრამი) და ვერცხლის (75.34 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.