ცივი წვნიანი

ცივი წვნიანი

ინგრედიენტები

იოგურტი - 2 ბოთლი

რძე ან არაჟანი - ¼ ლ

მცენარეული ზეთი - 4 ს/კ

კიტრი - 1 ცალი

კამა - 2 ს/კ

ნიორი - 3 კბილი

თხილი - 1 მუჭა

მარილი და წიწაკა

მომზადების წესები

იოგურტი ავთქვიფოთ რძესთან ან არაჟანთან ერთად, დავუმატოთ მარილი და წიწაკა და სურვილისამებრ, გატარებული ნიორი.

განუწყვეტლივ ვურიოთ და ისე ჩავასხათ მიღებულ მასაში ზეთი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი კიტრი და კამა.

სუპი დავდგათ სიცივეში. სუფრაზე მიტანის წინ დავამატოთ წვრილად დაჭრილი თხილი. ტარატორი ასევე სუფრაზე შეგვიძლია მივიტანოთ ყინულის კუბიკებთან ერთად.