ინგრედიენტები
ნებისმიერი სახეობის ყველი - 150 გ
ფქვილი - 2 ჭიქა
შაქარი - 1/2 ჩ/კ
მარილი - 1/2 ჩ/კ
სოდა - 1/2 ჩ/კ
ზეთი - ტაფაზე წასასწმელად
მომზადების წესები
თბილი კეფირი ჩაასხით ღრმა ჯამში, დაუმატეთ შაქარი, მარილი და სოდა. მოურიეთ დ აგააჩერეთ 5 წუთით.
წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი, ფქვილთან ერთად დაუმატეთ კეფირის მასას და მოზილეთ ცომი ჯერ კოვზით, შემდეგ 3 წუთის განმავლობაში ხელით.
გაყავით ცომი 5 თანაბარ ნაწილად, გააბრტყელეთ თითოეული და შეწვით სათითაოდ ზეთწასმულ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე, თითოეულ მხარეს 2-3 წუთით.
მიირთვით ცხელ-ცხელი!