ხაჭოს სწრაფი ფუნთუშები ათქვეფილი თაფლით

ხაჭოს სწრაფი ფუნთუშები ათქვეფილი თაფლით

გემრიელი ხაჭოს ფუნთუშები საუზმისთვის შესანიშნავია ათქვეფილ თაფლთან ერთად. სურვილისამებრ ასეთ თაფლში შეგიძლიათ დაუმატოთ სანელებლები; ვანილი, დარიჩინი, ჯანჯაფილი.

ინგრედიენტები

ფქვილი - 250 გ

ხაჭო - 250 გ

კვერცხი - 2 ცალი

გამაფხვიერებელი - 10 გ

შაქარი - 50 გ

ვანილის ესენცია - გემოვნებით

მწიკვი მარილი

თხევადი თაფლი - გემოვნებით

მომზადების წესები

ათქვეფილი თაფლის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი რაოდენობის თაფლი. თუ თხევადი თაფლი არ გაქვთ, გაადნეთ მაქსიმუმ 40 გრადუსზე, გააგრილეთ 18-20 გრადუსამდე. სასურველია, ათქვიფოთ მიქსერის მაღალ სიჩქარეზე ჰაეროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ კი დაუმატეთ დარიჩინი, ჯანჯაფილი და ვანილი. მიიღებთ შესქელებული რძის კონსისტენციას.

ფუნთუშებისთვის: ხაჭო, შაქარი და მარილი დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ფუნთუშები არ უნდა გამოვიდეს ძალიან ტკბილი, ამიტომაც შაქარი თქვენი გემოვნებით დაუმატეთ. ფქვილსი აურიეთ გამაფხვიერებელი. ხაჭოს მასა დაუმატეთ კვერცხი, ვანილი, აურიეთ და დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ სქელი, წებოვანი ცომი.

სველი ხელებით გააკეთ ფუნთუშები, მოათავსეთ პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე და აცხვეთ 190 გრადუსზე 20 წუთი.