გოგოლის N5-ში სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გოგოლის N5-ში სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, გოგოლის N5-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, თბილისური ტიპის ეზოში, სადაც 19 ოჯახი ცხოვრობს საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 18000 ლარია. მსგავსი სამუშაოები რაიონში, 27 მისამართზე უკვე დასრულდა, ხოლო 5-ზე მიმდინარეობს.