ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ახლადრეაბილიტირებულ N29 სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
„გილოცავთ ყველას სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით პირველკლასელებს. თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. N29 საჯარო სკოლაში მაღალკვალიფიციურ პედაგოგებს არაერთი ღირსეული თაობა გაუზრდია, აქ მიღებული ცოდნა კი სამომავლოდ ჩვენს ქვეყანას გამოადგება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
დღეს ახალი, 2019-2020 სასწავლო წელი დაიწყო.