ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, თამარ მეფის N5-ში, საცხოვრებელი კორპუსის ორ სადარბაზოში სამგზავრო ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 28 000 ლარია.