ტყეშელაშვილის ქუჩაზე ქვაფენილი იგება

ტყეშელაშვილის ქუჩაზე ქვაფენილი იგება

ჩუღურეთის რაიონში, ტყეშელაშვილის ქუჩაზე გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, 500 კვადრატულ მეტრზე ბაზალტის ქვის ქვაფენილის მოწყობა ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივის მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნულ პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს და მისი ღირებულება 55 000 ლარია.