სალიების 58-ში კედლის სამუშაოები მიმდინარეობს

სალიების 58-ში კედლის სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, სალიების N58-ში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ბეტონი ისხმება.

მიმდინარე პროცესი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა.

„მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე, ვასრულებთ სალიების N 58-ში გრუნტის დამჭერი კედლის სამუშაოებს, აღნიშნულ მისამართზე ხდებოდა მიწის ჩამოშლა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. პროექტი უახლოეს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „გიში“ ასრულებს და მისი ღირებულება 45 000 ლარია.

მსგავსი სამუშაოები, პარალელურად, კიდევ ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.