ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილის 2011 წლის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა კრემლის ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხს მისცა.
„ეს 2011 წლის ინტერვიუ კარგად ნახეთ: რუსულ არხზე, რუსულად, მთელი მსოფლიოს გასაგონად და კრემლის საამებლად, საუბრობს წინა მთავრობის მინუსებზე, რომლის ძირითადი მონაწილე და ჩამდენი თვითონ იყო, მათ შორის, ბიზნესების ახევის საქმეებში, აქ კი სხვისკენ იშვერს თითს, კორუფციაზე, მედიის ტოტალურ კონტროლზე, ასევე, რაც ყველაზე საყურადღებოა, საქართველოს და მის პრეზიდენტს ადანაშაულებს:
– ომის დაწყებაში და ხსნის ამის მიზეზებს (წაგებული არჩევნები, რეიტინგის ვარდნა…);
– ტერორიზმის ღია და აქტიურ მხარდაჭერაში.
თან რუსეთს სთავაზობს ერთად შევცვალოთ რეჟიმი, უჩემოდ ამას ვერავინ მოახერხებსო.
ანალოგიური განცხადებები სხვამ რომ გააკეთოს, მიწაში ჩამარხავთ. ამ პიროვნებას კი მხარს უჭერთ და ერთად დგახართ.
ამიტომაა გადასახალისებელი მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, რის ტენდენციასაც ჯერ ვერ ვხედავ.
პოლიტიკა მორალის გარეშე…
ვისაც არ მოგისმენიათ, მოისმინეთ, ვისაც მოსმენილი გაქვთ, გაიხსენეთ, არ გემახსოვრებათ ნიუანსები“, – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ამირან სალუქვაძე.
ძნელია არ დაეთანხმო სააკაშვილის რეჟიმის მისეულ შეფასებებს. ამ ჭკუაზე რომ დარჩენილიყო ბოლომდე, დღეს სერიოზული წონა ექნებოდა ქართულ პოლიტიკაში...
მაგრამ როცა მოსაზრებებს სიტუაციების მიხედვით იცვლი, კაპიკია შენი, როგორც პოლიტიკოსის, ფასი!
- სწორედ ამას ადასტურებს მის მიმართ საზოგადოების დღევანდელი დამოკიდებულება და ძალიან მეეჭვება, ოდესმე მოახერხოს საკუთარი იმიჯის რეაბილიტირება.
...მის მიერ სხვადასხვა პარტიების მარგინალური ნარჩენებისაგან კონკურენტული პოლიტიკური ორგანიზაციის შეკოწიწების მცდელობა იგივეა, "დაშლილებში" აკრეფილი "ჟიგულის", "მასკვიჩის", "ვოლგის", ზაპოროჟეცის" ნაწილებისაგან რომ ახალი მანქანის აწყობა გადაწყვიტო.