როგორ ესმოდათ რუსთავი-2- ში სიტყვის თავისუფლება და რის უფლებას მოითხოვდნენ ისინი? - ამ კითხვას ინტერნეტტელევიზია POSTV რუსთავი-2-ის ყოფილი ჟურნალისტის, ეკა გაგუას მიერ აბასთუმანზე მომზადებული სიუჟეტის მაგალითზე პასუხობს.
რა ხდება რეალურად აბასთუმანში - ამის გასარკვევად POSTV თავად ჩავიდა ადგილზე და რუსთავი-2-ის სიუჟეტის გმირებს გაესაუბრა.
როგორც ფილმის ავტორი ამბობს, რუსთავი-2 შეგნებულად არ ყვება, რა მშნებლობაზეა საუბარი. ჟურნალისტი მიდის აბასთუმნის ერთ ერთ გორაკზე დისლოცირებულ ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანზე და ცდილობს დაცვის წევრთან გაარკვიოს, მოიჭრა თუ არ კლდე მოედნის ასაგებად. შემდეგ ამ კითხვით ის ადგილობრივებს მიმართავს. ოღონდ იმას, რომ რაღაც კლდე მოიჭრა, მხოლოდ თავად ამბობს. აბასთუმნელები ამას არ ადასტურებენ. აქვე ეკა გაგუა მოედანთან ახლო მცხოვრები მოსახლეობის სახლებთან წყლის შეწყვეტის მიზეზსაც იკვლევს.
POSTV-ის ფილმში ჩანს მოედნამდე მისასვლელი გზა, მოედანი და ისიც, რომ რომ მოედნის ზევით გზა გრძელდება. ავტორის თქმით, ეს ძალზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციაა სახანძრო უსაფრთხოებისათვის. ტყეში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მეხანძრეებს ექნებათ საშუალება სწრაფად მოხვდნენ ცეცხლის კერასთან. რაც მთავარია არსად ჩანს კვალი რომ აქ ან მთა, ან კლდე მოიჭრა და რაიმე აპოკალიპტური მოხდა. ამასთან, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა წყლის დროებით შეწყვეტას საერთოდ არ უკავშირებენ მშენებლობას.
ღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორის თქმით, ნათელია რომ რუსთავი-2- ს აქვს ამოცანა - აბასთუმნელების სახლებთან მიმდინარე სამშენებლო პროცესი რაც შეიძლება ნაგატიურად წარმოაჩინოს და ივანიშვილს დააბრალოს, რომ სწორედ მის გამო შეწყდა წყალი.
POSTV-ის ფილმიდან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმნის ე.წ. ტუბდისპანსერის დანგრევის პირას მისული შენობა სახელმწიფოსგან აუქციონის წესით 3,5 მილიონ ლარად შეისყიდა, მოხდა მისი დემონტაჟი და ახლა იქ კიდევ ერთი, მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება.
რაც შეეხება აბასთუმნის ახალი ფილტვის ცენტრს, ის კერძო პირისგან შეძენილ ტერიტორიაზე აშენდა და 100 პაციენტს მოემსახურება. ამასთან, ბენეფიციარების იქ ყოფნის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ცენტრში რეაბილიტაციას გაივლიან ფილტვის სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები, რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ მედიკამენტური მკურნალობა.
ავტორის თქმით, ამას რუსთავი-2 ვერ ამჩნევდა და ჯიუტად განაგრძობდა მტკიცებას, რომ ძველი საავადმყოფოს დემონტაჟით, ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანს ტუბერკულიოზთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაუკარგა.
რაც შეეხება იქვე მცხოვრებ მოქალაქეებს, ვისგანაც რუსთავი-2 ნეგატიური კომენტარების აღებას ცდილობდა, ფილმიდან ირკვევა, რომ მათ სახლებს რესტავრაცია ჩაუტარდებათ, უკლებლივ ყველა მაცხოვრებელი კი იქვე, 300 მეტრში თანამედროვე სატანდარტებით მშენებარე კორპუსში კომფორტულ ბინებს მიიღებს. კორპუსის მშენებლობა 2 მილიონ 800 ათასი ლარი დაჯდება და ის 1-2 თვეში დასრულდება.
POSTV-ის ფილმის თანახმად, რუსთავი-2 არ დაინტერესდა არც აბასთუმანში მიმდინარე ამ პროექტებით და არც ივანიშვილის ფონდის მიერ გაწეული ქველმოქმედებით. ავტორის თქმით, ამ მიზნით დღემდე 6 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა - მაგალითად, გაკეთდა დაბა აბასთუმნის ამბულატორია, რომელიც 655,000 ლარი დაჯდა და მალე გაიხსნება, აშენდა ახალი სარეაბილიტაციო -გამაჯანსაღებული ცენტრი, რისთვისაც 5 300 000 ლარი დაიხარჯა.
როგორც ფილმის ავტორი ამბობს, რუსთავი-2 თავისი ცრუ სიუჟეტის ფინალურ აკორდში ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება რომ აბასთუმნის მაცხოვრებლები არსებული სიტუაციით უკმაყოფილონი არიან.
POSTV ადგილობრივებს გაესაუბრა და საპირისპირო სურათი დახვდა, რაც მოსახლეობის კომენტარებით დასტურდება.
„როცა საკურორტო დაბაში ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია იდება, აშენდება უმაღლესი კლასის სასტუმროები, მოწესრიგდება ინფრასტუქტურა და კომუნიკაციები, ათასობით დამსვენებლი ესტუმრება აბასთუმანს ადგილობრივთა საკუთრების საბაზრო ფასი განუზომლად გაიზრდება. ხალხმა ეს რა თქმა უნდა იცის და არ აქცევს ყურადღებას ფეიკ ნიუსებსა და ღვარძლის ნთხევას.
სამაგიეროდ რუსთავი-2 მოგონილი ბრალდებებით ავითარებდა ამ მიმართულებას. თან არა მარტო აბასთუმანში, არამედ ყველგან სადაც ივანიშვილი აწარმოებს მშენებლობას. ამ ერთი მაგალითიდანაც ჩანს, რომ რუსთავი ორის ჟუნალისტებს სიტყვის თავისუფლება ესმოდათ როგორც უფლება, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით პოლიტიკური ბრძოლის წარმართვაზე. ამაში მათ წლების მანძილზე მხარს უჭერდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც თავად გადაწყვიტეს სტანდარტების დაცვა მედიაში. ეს ორგანიზაციები, ე.წ. მედია ექპერტები თავად ადგენდნენ რომელი იყო კარგი მედია და ამას მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით ახდენდნენ. ისინი მზად იყვნენ გარანტად დასდგომოდნენ სააკაშვილის ჟურნალისტებს. მედია სტანდარტების დამცველთ არც ერთხელ არ გაუკრიტიკებიათ რუსთავი-2- ის სიცრუე, ფეიკ ნიუსი, ხსენებული სტანდარტის უხეში დაღვევები, რომლებიც აბასთუმანზე მომზადებულ სიუჟეტშიც ნათლად დავინახეთ. დღესაც ისინი ეფარებიან სიცრუის გამავრცელებლებს და ამართლებენ მათ ვითომ თავისუფალი სიტყვის დაცვის ცრუ მოტივით" - ამბობს ფილმის ავტორი.