ჩანახი

ჩანახი

ინგრედიენტები

რეჰანი

ქინძი

ხახვი - 2 თავი

კარტოფილი - 4

ტკბილი წიწაკა, წითელი - 3

პამიდორი - 3-4

ბადრიჯანი - 2-3

ბატკნის ხორცი - 600 გ

მწარე წიწაკა, მწვანე - 1

კარაქი ან დუმა - 70-80 გ

მარილი და პილპილი

მომზადების წესები

პამიდორს კანი გააცალეთ და მსხვილად დაჭერით. ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი კი – ალყა-ალყა. წიწაკა მსხვილად დაჭერით, ბადრიჯანი ნახევარ რგოლებად, იმავე ზომაზე დაჭერით კარტოფილი.

ხორცსა და ბოსტნეულს მოაყარეთ მარილი, პილპილი. ინგრედიენტები ხელით კარგად აურიეთ.

ქოთანში მოათავსეთ კარაქი ან დაჭრილი ცხვრის დუმა. შემდეგ შიგ ჩაყარეთ დაჭრილი ინგრედიენტები.

ზემოდან დააწყვეთ დაჭრილი პამიდორი. მოაყარეთ მწვანილი და შედგით ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე 30-40 წუთით, სანამ ხორცი არ მომზადდება.