ხის სოკო პიტნით - ძალიან უხდება გახუხული პური

ხის სოკო პიტნით - ძალიან უხდება გახუხული პური

ინგრედიენტები

ხის სოკო - 1 კგ

ხახვი - 2 თავი

ნიორი - 1-2 კბილი

ქინძი - პატარა კონა

პიტნა - 1 კონა

მარილი და პილპილი

ზეთი

მომზადების წესები

სოკო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და ადუღებულ წყალში მოვხარშოთ 8-10 წთ.

ამოვწუროთ წყლიდან. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, დავუმატოთ გახეხილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ქინძი, პიტნა და ბოლოს დავაყაროთ სოკო.

ამოვურიოთ. შევკაზმოთ მარილით და პილპილით. ძალიან უხდება გახუხული პური.