ბაჩო ოდიშარიას რევოლვერი - რა მოგვიტანა კოჰაბიტაციამ (ვიდეო)

ბაჩო ოდიშარიას რევოლვერი - რა მოგვიტანა კოჰაბიტაციამ (ვიდეო)

როგორ მივედით რეალობამდე, სადაც ქვეყნის მთავარი კრიმინალები, მავნებლები და პარაზიტები განაგრძობენ თვითრეაბილიტაციას და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას - ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია პასუხობს.

ოდიშარიას თქმით, 2016 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაციის გაგრძელება აირჩია და გადაწყვიტა საერთაშორისო ასპარეზზე, დასავლეთის თვალში, ჩვენი რეგიონისთვის უჩვეულო დემოკრატიის ხარისხის დემონსტრირება.

„რა მივიღეთ უახლესი შვიდი წლის განმავლობაში ამ დემოკრატიული პროცესისგან -

ქართულმა საზოგადოებამ მივიღეთ წინა მთავრობის ნარჩენებისგან დაკომპლექტებული ოპოზიცია, რომელიც ნაცვლად თანმიმდევრული კრიტიკისა თუ სხვა ტიპის რაციონალური დაპირისპირებისა მმართველ გუნდთან, მხოლოდ რევანშისტული მიზნებით მოქმედებდა და ამავე სტრატეგიით განაგრძობს მოქმედებას.

მივიღეთ რუსთავი 2, რომელიც ყოველთვის იყო მიშისტური პროპაგანდის ქარხანა, ნახა რა, რომ მხოლოდ პროპაგანდით ვეღარ გავიდოდა ფონს, ჩამოყალიბდა მიზანმიმართული ფეიკ ნიუსების, ისტერიის ბუდედ, რომელიც პარალელურად ყველა გადაცემაში მიშისტური რეჟიმის რომანტიზებას ეწეოდა.

მივიღეთ მედიასააგენტო, რომელიც ანალიზის და ფაქტობრივი კვლევის ნაცვლად, პრაიმტაიმში გინებას, ჭორებს, მუდმივ აგრესიას და მუქარებს ავრცელებდა, ქმნიდა პანიკურ ატმოსფეროს მაყურებელის მანიპულირების მიზნით და ამას უწოდებდა ევროპულ არჩევანს.

მივიღეთ მიშიზმის ღიად გამოკვეთილი თუ ფარულად მოტრფიალე ენჯეო სექტორი, რომლის რეაგირებაც და დამკვირვებლის ფუნქციაც მხოლოდ ერთ პრიზმაში ხედავს საქართველოს, სადაც ყველაფერზე თვალს ხუჭავს ნაციონალური მოძრაობის და მასთან შეამხანაგებული სუბიექტების მიმართ და ყველაფერს რაც ამ უკანასკნელთა წისქვილზე არ ასხამს წყალს, მკაცრად ნეგატიურ შეფასებას აძლევს.

მივიღეთ ის მდგომარეობა, სადაც მიშისტური ნარატივი ცდილობს ფუნდამენტური ევროპული ინსტიტუციების გაუფასურებას, გლობალური ავტორიტეტის შელახვას და ხალხში იმ ილუზიის ჩანერგვას, რომ აღარ არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ვერ იყიდის.

მივიღეთ ლიბერალური მედია, რომელიც პროდასავლურ პარტიებს უწოდებს ზემოთხსენებული რიტორიკის გამტარი პირებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებს, რომელთა მეთაური, მიხეილ სააკაშვილი, უკვე ღიად აცხადებს, რომ პრეზიდენტობის წლებში დასავლეთისადმი ნდობა არ უნდა მქონოდაო.

მივიღეთ ისტერიკა, სადაც ყველაფერი, რაც არ მოწონს მიშისტური იდეოლოგიის მატარებელს, არის პრორუსული, ყველა საპირისპირო აზრი მასთან მიმართებით არის ბოტის, ტროლის, ბნელის ან ორკის გამოთქმული.

მივიღეთ მიშისტური საჯარო სივრცე, როელიც მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერს პროგრესს და საზოგადოების პოლარიზებას ემსახურება. მივიღეთ პატრიოტიზმის ფორმა, რომელიც ცარიელი რუსოფობია და თვითმარკეტინგია, სამშობლოს სიყვარულთან კი არაფერი ესაქმება.

მივიღეთ რეალობა სადაც კრიმინალი კეზერაშვილი ტელევიზიას ხსნის, კრიმინალი ადეიშვილი უნივერსიტეტის გახსნას გეგმავს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, სტუდენტებს ტვინს ურეცხავენ და ლიბერალური იდეოლოგიის საჭურჭლედ ზრდიან, სულ ცოტა ხნის წინ აგერ მიშიზმის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, თავისუფლების ინსტიტუტი აღსდგა, პარალელურად მიშისტური საზაფხულო სკოლაც გვაქვს ქვეყანაში, რომელიც ახალგაზრდების იდეოლოგიურად დამუშავებას ეწევა" - ამბობს ბაჩო ოდიშარია.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ყველაზე თავგამოდებით სწორედ ახლა იბრძვის სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ძალაუფლების დასაბრუნებლად და სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც მათი კრიტიკა აუცილებლობას წარმოადგენს, ხოლო ყველა, ვინც ამბობს, რაღა დროს წინა ხელისუფლებაზე საუბარიაო, ირიბად თუ პირდაპირ, სწორედ მათთვის მომგებიან რიტორიკას ავრცელებს.

„ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ყველაზე მეტი უნდა ვაკრიტიკოთ, გამოვიკვლიოთ და ვამხილოთ ყველანაირი მიშისტური გამოვლინება. სწორედ ახლაა ის დრო, რომ ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ დაუსვას წერტილი კოჰაბიტაციის ყოველგვარ ნიშნებს და შეასრულოს ქართული საზოგადოების მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ყველა სისტემური დანაშულებების და ძალდობრივი რეჟიმის შემოქმედი სუბიექტი უნდა მიეცეს კანონის წინაშე პასუხისგებაში. დღეს არ უნდა გვქონდეს რეალობა, რომელშიც სააკაშვილი ციხის რეფორმაზე გაბედავს ქართულ საზოგადოებასთან საუბარს, გვარამია თავისუფალ მედიაზე წაიკითხავს ლექციებს, ადეიშვილი ცინიკურ კომენტარებს გააკეთებს ციხის წამებებზე, კეზერაშვილი ქვეყნიდან მოპარული ფულით დააფინანსებს ნაც. მოძრაობის ასაღორძინებელ ტელევიზიას. მსგავსი ტრაგიკომიკური და ქართული საზოგადოებისათვის შეურაცმყოფელი აბსურდები უნდა დასრულდეს. მიშიზმი საჯარო სივრცეში დომინანტი დისკურსი აღარ უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, თუ არ მოვიშორეთ ეს ბალასტი, რომელიც გვაწევს ზურგზე და გამუდმებით გვექაჩება უკან, არანაირი სერიოზული განვითარება, როგორც სახელმწიფოს, ჩვენ არ გვიწერია" - ამბობს ბაჩო ოდიშარია.

thrgg@yahoo.com სერიოზული და რეალური ანალიზია დღევანდელი სიტუაციის, ყურად უნდა იღონ მათ ვისაც ეს ეგების,მარტო ერთ კაცზე ქვეყნის განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობის ჩამოკიდება არ არის სწორი, ყველამ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობის თავისი წილი და მაშინ განვვითარდებით ისე როგორც საჭიროა!!! ყოჩაღ ბაჩო, ასეთი ახალგაზრდები სიმართლით და პირდაპირობით გადაარჩენენ საქართველოს და წინ წაიყვანენ უფროს თაობასთან ერთად!!!...
5 წლის უკან