ინგრედიენტები
მაწონი - 700-800 გ
თაფლი - 2 ს/კ + ზემოდან მოსახმელად
ვანილის შაქარი - 2 ს/კ
ვანილის ჩხირი
სეზონური ხილი
მომზადების წესები
მაწონში აურიეთ თაფლი, ვანილის შაქარი და ვანილის ჩხირის თესლი. ჯამში ჩააფინეთ თხელი ვაფლის პირსახოცი, ან 5-6 ფენად დაკეცილი მარლა, ჩაასხით მაწვნის მასა, მოუკარით თავიმ რომ მიიღოთ ტომარა.
დაკიდეთ ჯამზე მაწვნიანი ტომარა 2-8 საათის განმავლობაში ისე, რომ დაიწუროს ზედმეტი სითხე. რაც უფრო დიდხანს დაკიდებთ, მით სქელ მასას მიიღებთ.
შემდეგ გადაიტენეთ მაწვნის მასა ფიალებში, მოასხით კიდევ თაფლი, გააფორმეთ სასურველი ხილით.