ნიგვზიანი ხვეულები

ნიგვზიანი ხვეულები

ინგრედიენტები

რძე - 1 ჭიქა

კარაქი - 3 ს/კ

ფქვილი - 4 ჭიქა

შაქარი - 1/2 ჭიქა

კვერცხი - 1 ცალი

მშრალი საფუარი - 2 ჩ/კ

მწიკვი მარილი

გულსართი:

შაქარი - 3/4 ჭიქა

გატარებული ნიგოზი - 1 ჭიქა

დარბილებული კარაქი - 1/4 ჭიქა

მომზადების წესები

თბილ რძეში ჩავაგდოთ კარაქი და გავადნოთ. ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი, შაქარი, მარილი და საფუარი. დავუმატოთ კვერცხი, თბილი რძე და მოვზილოთ ცომი.

დავდგათ ასაფუებლად. შემდეგ გავშალოთ ცომი, გავაბრტყელოთ და მოვაყაროთ შაქარი, ნიგოზი და დარბილებული კარაქი, გადავახვიოთ რულეტივით, დავჭრათ და დავაწყოთ საცხობ ფორმაზე, გადავაფაროთ სუფთა ჩაის ტილო და კიდევ ერთხელ ამოვაფუოთ.

გამოვაცხოთ 200 გრადუსზე სანამ გაოქროსფრდება.