ექსპრეს-საუზმე: ხაჭოსა და არაჟნის ნამცხვარი 5 წუთში

ექსპრეს-საუზმე: ხაჭოსა და არაჟნის ნამცხვარი 5 წუთში

უგემრიელესი საუზმე, რომლის მოსამზადებლადაც მხოლოდ 5 წუთი დაგჭირდებათ, დილიდან ენერგიით აგავსებთ.

ინგრედიენტები

მანის ბურღული - 5 ს/კ

შაქარი - 4 ს/კ

კვერცხი - 3 ცალი

ხაჭო - 400 გ

არაჟანი - 200 გ

სოდა ძმრით

მწიკვი მარილი

ქიშმიში - სურვილისამებრ

მომზადების წესები

ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში კარგად.

დაასხით ცხიმწასმულ ფორმაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე შევარდისფრებამდე.

მიირთვით არაჟანთან ან იოგურტთან ერთად.