ინგრედიენტები
თევზი - 1 კგ
მარილი - გემოვნებით
შავი პილპილის მარცვლები
დაფნის ფოთოლი - 4 ცალი
ზეთი - 100 გ
პომიდვრის წვენი - 500 გ
მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
1 კგ გასუფთავებული და გარეცხილი თევზი დაჭერით. მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ 1 სთ.
თევზი ჩადეთ ალუმინის ქვბაში, ზედ დააწყვეთ შავი პილპილის მარცვლები, 4 ც დაფნის ფოთოლი.
დაასხით 100 გრ ზეთი, 500 გრ პომიდვრის წვენი. დაუმატეთ წიწაკა, მარილი გემოვნებით. შედეთ ღუმელში 1 სთ-ით.