ინგრედიენტები
კომში - 1 კგ ( დაახლოებით 4 ცალი)
მცენარეული ზეთი - 6 ს/კ
ზაფრანა - 1 ჩ/კ
„ბიუ-ბიუს“ ნედლი ქათამი - 1,5 კგ
საშუალო ზომის ხახვი - 1 ცალი
ტომატის პასტა - 2 ს/კ
შავი ქლიავის ჩირი - 10 ცალი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
დაჭერით კომში კანიანად. ეცადეთ, ნაჭრები გამოვიდეს საშუალო სისქის.
საშუალო ცელცხლზე შეწვით დაჭრილი კომში მცენარეული ზეთით - დაგჭირდებათ სულ 5 წუთი. დაუმატეთ ზაფრანა და კიდევ 5 წუთი გააჩერეთ,შემდეგ კი გადმოდგით ცეცხლიდან.
ღრმა ტაფაზე შეწვით ქათმის საშუალო ზომის ნაჭრები , 5 წუთში დაუმატეთ ხახვი. როცა ქათმის ხორცი წვენის გამოყოფას დაიწყებს,დაუმატეთ წყალში გარეული ტომატპასტა. გააჩერეთ კიდევ 10-15 წუთი.
ამის შემდეგ დაუმატეთ კომში და ქლიავის ჩირი, ასევე,მარილი და პილპილი. დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 30 წუთი , დაბალ ცეცხლზე.