ინგრედიენტები
ქათმის ღვიძლი - 500 გ
ბეკონი - 150 გ
ხახვი - 3-5 ცალი
მცენარეული ზეთი - 2 ს/კ ( მარინადისთვის)
სუნელები ან მწვანილი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
გარეცხეთ ქათმის ღვიძლი,გააშრეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
კონტეინერში შეურიეთ 2 ს/კ მცენარეული ზეთი ,ნახევარი ს/კ მარილი,ნახევარი ჩ/კ პილპილი და სასურველი სანელებლები. გააჩერეთ ნახევარი საათი.
დაჭერით ხახვი საშუალო ზომის ნაჭრებად, შეწვით მცენარეულ ზეთში,სანამ გამჭირვალე არ გახდება. შემდეგ მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 3 წუთი.
დაჭერით ბეკონი გრძელ ნაჭრებად.
მოათავსეთ ფოლგაში ქათმის ღვიძლი, ხახვი და ბეკონი. შედგით ღუმელში 20 წუთით , 200 გრადუსზე.
როცა მზად იქნება, გამოიღეთ ღუმლიდან და მიირთვით გემრიელად!