შუშანაშვილს საქართველოში სასჯელის მოხდა სასტიკად არ სურს

შუშანაშვილს საქართველოში სასჯელის მოხდა სასტიკად არ სურს

საბერძნეთის პროკურატურა გზაჯვარედინზე დგას: სად მოახდინოს ლაშა შუშანაშვილის ექსტრადაცია – რუსეთში, საქართველოში, თუ ესპანეთში. შუშანაშვილმა პირინეის ნახევარკუნძულზეც მოასწრო „წამუშავება“. ესპანეთის პოლიცია მას ფულის გათეთრებაში, დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და მკვლელობისათვის თავდასხმაში ადანაშაულებს. რგ.რუ- ს ინფორმაციით, ინტერპოლის თანამშრომლებმა უკვე ჩაატარეს მისი პირველი დაკითხვა, რომლებზეც ის, გამომძიებელთა გასაკვირად, საკმაოდ გულახდილი იყო. მან აღიარა, რომ 2008 წლიდან ცხოვრობდა საბერძნეთში, საიდანაც საკუთარი პატრონის – „დედ ხასანის“ საქმეებს განაგებდა. მისი სიტყვებით, ის ახლა ლიქიორ–წყლების საწარმოსა და ტურისტულ ბიზნესს მართავს. ინტერპოლში დაკითხვაზე შუშანაშვილმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მზადაა მოიხადოს სასჯელი ყველგან, საქართველოს გარდა. მან პირდაპირ განუცხადა ინტერპოლის თანამშრომლებს, რომ თუ საქართველოს გადასცემენ, მას იქ სასიკვდილოდ „დაპრესავენ“, რადგან მან ძალიან ბევრი იცის თბილისელი პოლიტიკოსის კულისებს მიღმა თამაშების შესახებ.

ბარვიხის დასახლებაში მცხოვრები შუშანაშვილი 2008 წელს მოსკოვის გარეუბანში, მოსკოველმა ოპერმუშაკებმა დააკავეს. ამისათვის მისი ათკაციანი დაცვის განიარაღება გახდა საჭირო. შუშანაშვილს რუსეთის პასპორტი უპოვეს, რომელიც მოგვიანებით, სასამართლომ არამოქმედად ცნო. რაღაც მიზეზის გამო გადაწყვიტეს, იგი არ დაეპატიმრებინათ და უკრაინაში გაეგზავნათ, საიდანაც რამდენიმე წლით ადრე იგი რუსეთში ჩამოვიდა.

თუმცა, ავტორიტეტი იქიდან მალე საბერძნეთში გაემგზავრა. სხვათა შორის, არსებობს ცნობა, რომ შუშანაშვილმა „იაპონჩიკის“ მკვლელობისათვის მაინც აიღო ქუთაისელთა სისხლი. 2010 წელს, საფრანგეთის ქალაქ მარსელში, შუშანიშვილის მიერ გაგზავნილმა ქილერებმა, ონიანის კლანის „გენერალი“, კანონიერი ქურდი ვლადიმერ ჯანაშია დაცხრილეს.

ლაშა შუშანაშვილი, იგივე ლაშა „რუსტავსკი“ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდის, ასლან უსოიანის, იგივე „დედ ხასანის“ ახლო მეგობარია. 2010 წელს, თავდასხმის დროს, სნაიპერმა უსოიანს სამი ტყვია მოახვედრა. ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფმა უსოიანმა, თავის დროებით შემცვლელად შუშანაშვილი დანიშნა. მაშინ სამართალდამცველთა ანალიტიკოსებმა ივარაუდეს, რომ ეს მაფიოზურ ომებს გამოიწვევდა. ასეც მოხდა.

სისხლიანი გარჩევების ერთ-ერთ მიზეზად ის იქცა, რომ შუშანაშვილი მეორე ავტორიტეტის, „იაპონჩიკის“ სახელით ცნობილი – ვიაჩესლავ ივანკოვის ახლო მეგობარი იყო. თავდასხმა მასზეც განხორციელდა და ხანგრლივი მკურნალობის შემდეგ, იგი გარდაიცვალა. შუშანაშვილმა მაშინ დაიფიცა, რომ შემკვეთს იპოვიდა და დასჯიდა.

სხვადასხვა ცნობების თანახმად, „იაპონჩიკი“ მოწინააღმდეგე კლანის სხვა ავტორიტეტმა, მეტსახელად „ტარომ“ – ტარიელ ონიანმა შეუკვეთა. 2006 წელს ონიანსა და „დედ ხასანს“ შორის ომი დაიწყო.