ინგრედიენტები
ლოქო (ან ლოქოს ფილე) - 500 გ
ხახვი - 1 ცალი
ლიმონი - ნახევარი
დაფნა - 4-5 ფოთოლი
ქინძი - 200 გ
ძმარი - 300-400 გრ
მარცვალი პილპილი - 10-12 ცალი
წითელი დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადების წესები
მარინადი, რაშიც ლოქოს ხორცი უნდა მოვხარშოთ:
მოზრდილ ქვაბში ვასხამთ 1 ლ წყალს, ვყრით პილპილს,დაფნის ფოთლებს, ოთხად დაჭრილს ხახვს და ასევე ოთხად დაჭრილ ნახევარ ლიმონს,ძმარს, 3 ს/კ მარილს,რამდენიმე ღერ ქინძს და ვადუღებთ.
წამოდუღებიდან კიდევ 5 წუთი ვხარშავთ მარინადს,შემდეგ მასში ვყრით კარგად გასუფთავებულ და კუბებად დაჭრილ ლოქოს ხორცს და ვხარშავთ.
მოხარშვას, დაახლოებთ, 7-8 წუთი დასჭირდება.
სანამ ლოქო მოიხარშება, დავაბლენდეროთ ქინძი, 2 ჭიქა წყალი და გემოვნებით ძმარი,მარილი და ცოტა დაფქული წიწაკა.
მოხარშული ლოქოს ხორცი ამოგვაქვს მარინადიდან,ვათავსებთ ღრმა ჯამში და ზემოდან ვასხამთ დაბლენდერებულ მასას.