პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის საწებელი ზამთრისთვის

პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის საწებელი ზამთრისთვის

ეს სოუსი ძალიან უხდება მოხარშულ მაკარონს, ხორცეულს, შემწვარ კარტოფილს... ასევე გამოგადგებათ სადილის მომზადებისას... ის მზადდება ძმრის გარეშე, ამიტომაც უნდა შეინახოთ მაცივარში ან სხვა ცივ ადგილას.

ინგრედიენტები

პომიდორი - 3 კგ

ბულგარული წიწაკა - 4 კგ

ნიორი - 8 კბილი

წიწაკა ჩილი - 2 ცალი

მარილი - 0,5 ჭიქა

შაქარი - 1,5 ჭიქა

სასურველი მწვანილი

მომზადების წესები

დაჭერით პომიდორი პატარა ნაჭრებად და გაატარეთ ხორცსაკეპში. თუ სქელკანიანი პომიდორი გაქვთ, აჯობებს გაფცქვნათ. ჩაასხით ტომატის მასა სქელძირიან ქვაბში და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20-25 წუთის განმავლობაში.

გაარჩიეთ ბულგარული წიწაკა, დაჭერით და ისიც გაატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ ტომატს და ხარშეთ კიდევ 15-20 წუთი.

ამასობაში გაარჩიეთ ნიორი და გაატარეთ. შემდეგ გაატარეთ წიწაკა და დაჭერით მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, რეჰანი ან სხვა სასურველი მწვანილი).

ხარშვის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ სოუსს მწვანილი, ნიორი, წიწაკა, მარილი და შაქარი. აურიეთ კარგად.

ჩაასხით გასტერილებულ ქილებში (დაგჭირდებათ დაახლოებით 10 ცალი ნახევარლიტრიანი ქილა), მოხუფეთ, ამოაბრუნეთ და შეფუთეთ ადიელაში. როცა გაცივდება, შეინახეთ ცივ ადგილას.