ინგრედიენტები
ქათმის ფილე - შებოლილი, 1 ნაჭერი
ხახვი - 1 თავი
დაკონსერვებული სიმინდი - 1 ჭიქა
კვერცხი - 3 ცალი
რძე - 2-3 ს/კ
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
ქათმის შებოლილი ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად.
ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად და დაამარინადეთ ძმრისა და შაქრის ნარევში. გააჩერეთ15 წთ.
შეწვით კვერცხის ბლინი: ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ რძე და შეწვით ორივე მხრიდან. გააცივეთ. ორი ბლინი დაჭერით წვრილ, გრძელ ნაჭრებად.
ერთმანეთში აურიეთ ქათმის ხორცი, ხახვი, სიმინდი, დაჭრილი ერბოკვერცხი, მოასხით ცოტაოდენი მაიონეზი.
მთლიანი ბლინის ნახევარზე მოათავსეთ გულსართი, გადაკეცეთ და გემრიელად მიირთვით!