თუ არ გამოუშვეს მორის მაჩალიკაშვილი, შემდგომში მე მართლა ჩემს გეგმებს ავამოქმედებ

თუ არ გამოუშვეს მორის მაჩალიკაშვილი, შემდგომში მე მართლა ჩემს გეგმებს ავამოქმედებ

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა, რომელიც მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის დაკავებას და მისთვის ბრალის წარდგენას აპროტესტებს.

„მორის მაჩალიკაშვილი ჩემს გვერდით ერთი წლის განმავლობაში იდგა და ითხოვდა, რომ ამ მხეცებს ეღიარებინათ დანაშაული. ზუსტად ის ბავშვი დააკავეს დღეს. თემირლანის დები ამას ვერ გადაიტანენ. თუ აქ მოხდა პატარა რამე ისეთი, თუ არ გამოუშვეს მორის მაჩალიკაშვილი, შემდგომში მე მართლა ჩემს გეგმებს ავამოქმედებ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომლის კომენტარსაც 1tv.ge ავრცელებს.

 

amo ხელისუფლებავ, ბოლოს და ბოლოს, სანამ უნდა იდგეს ეს კაცი ქუჩაში? დაგვაწყდა ხალხს ნერვები. თუ თემირლანი უდანაშაულო იყო, აღიარეთ (მოიხადეთ ბოგიში) და ისიც აღიარეთ, რომ მსროლელს ვერ სჯით, რადგან რომ დასაჯოთ მერე მსგავს ოპერაციებში
მონაწილეობაზე, ალბათ, ყველა თავს შეიკავებს. თუ დამნაშავე იყო დ ა ა ს ა ბ უ თ ე თ! რაღაც მოიმოქმედეთ!
5 წლის უკან