დავით უსუფაშვილი: ირაკლი ოქრუაშვილთან არანაირი მოლაპარაკება არ მქონია

დავით უსუფაშვილი: ირაკლი ოქრუაშვილთან არანაირი მოლაპარაკება არ მქონია

უსუფაშვილი ოქრუაშვილთან შეთანხმებას უარყოფს და ამბობს, რომ მან ივანიშვილს, უბრალოდ, გადასცა ის შეთავაზება, რაც მასთან ირაკლი ოქრუაშვილს ჰქონდა.

„2014 წლის ზაფხული იყო, თუ არ ვცდები. ოქრუაშვილმა დამირეკა, შეხვედრა მთხოვა და ამ შეხვედრაზე მითხრა, რომ მას სურდა მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან" და ივანიშვილთან. ის მზად იყო, მიეცა ჩვენებები მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე და მთხოვა, ეს გადამეცა ივანიშვილისთვის და ღარიბაშვილისთვის. მე გადავეცი ოქრუაშვილის სურვილი პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. „მას პროკურატურაში შოთაძესთან უნდა ჰქონოდა ჩვენებები და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ", - ეს იყო მათი პასუხი ოქრუაშვილის შეთავაზებაზე. ამის შემდეგ როგორ განვითარდა ურთიერთობა შოთაძე-ოქრუაშვილს შორის, ეს მე არ ვიცი და არც ის ვიცი, კონკრეტულად რა საქმეზე რა ჩვენებას იძლეოდა ოქრუაშვილი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

უ ც ხ ო :
გასაგებია სურვილი , ხალვაშის მიერ ამდენი წლის ბრძოლით დაბრუნებული ტელეკომპანია ახლა სიგარეტის კოლოფივით უპრობლემოდ უნდა ჩაიჯიბოს თვითონ, მაგრამ ერთი რამე არ ესმის ოქრუაშვილს: კარგი ტყუილის თქმას მეტი ჭკუა სჭირდება, ვიდრე სიმართლის თქმას. კარგი ტყუილი კი ის არის, მაშინვე რომ არ მოგვარდება ვინმე (როგორც ახლა უსუფაშვილი) და არ გამხელს -- ც რ უ ო ბ ო !
5 წლის უკან