“რუსთავი 2“ იყო დამნაშავე პოლიტიკური მანქანა, რომელიც მხოლოდ შხამს ისროდა

“რუსთავი 2“ იყო დამნაშავე პოლიტიკური მანქანა, რომელიც მხოლოდ შხამს ისროდა

 “როგორც მოქალაქე ვფიქრობ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველასთვის ნათელი და გასაგებია. ჟურნალისტები უნდა იყვნენ კრიტიკულები, გაბედულები, პრინციპულები, რადგან ეს ქვეყანას სჭირდება“,- ამის შესახებ “2020NEWS“ - თან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჟურნალიტიკა პოლიტიკურ იარაღად “ნაცმოძრაობის“ მიერ გამოყენებული არ უნდა იყოს.

“მთავარია, რომ ჟურანლისტკა “ნაცმოძრაობის“ მიერ გამოყენებული არ უნდა იყოს. აქამდე “რუთავი 2“ იყო დამნაშავე ტელევიზია, დამანაშავე პოლიტიკური მანქანა, რომელიც მხოლოდ შხამს ისროდა. პირადად ვერ წარმომიდგენია ახალი მფლობელებისა და “რუსთავი2“ -ის ჟურნალისტების თანამშრომლობა, თუმცა აღნიშნული მათი საქმეა“,- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2“- ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, ტელეკომპანიასთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა.