საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განაცხადებით, მნიშვნელოვანია არსებობდეს რაც შეიძლება მეტი კრიტიკული და ობიექტური არხი იმისათვის, რომ ხელისუფლება ფორმაში იყოს.
„მომწონს „რუსთავი 2“, რომელიც იქნება კრიტიკული, ობიექტური და მთავრობის მიმართ მკაცრად კრიტიკული, მაგრამ სასურველია ობიექტურობა არ იყოს მხოლოდ გინების სიღრმესა და სიმწვავეზე დამოკიდებული. ილუზია შევქმნათ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ხელისუფლება უკურეაქციას მიიღებს და არც ერთ ჭკვიან ხელისუფლებას არ აქვს იმის სურვილი, რომ ჩაახშოს სიმართლის თუ ობიექტურობის ხმა, ვისაც თავის ქვეყნის განვითარება მართლა უნდა. ხელისუფლება ორი წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასრულებდა. ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, რომ დროებითი შეკავების ნორმა რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.