ქვეყანაში პროვინციალური მარაზმი დასრულდა

ქვეყანაში პროვინციალური მარაზმი დასრულდა

“ქართული ოცნების“დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი “2020NEWS“ - თან “რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნაში “პროვინციალური მარაზმი დასრულდა“.

“იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე გავლენა პუტინმა და ბიძინა ივანიშილის ფულმა მოახდინა საღ აზრთან რაიმე შეხება არ აქვთ. ხომ ხედვათ, “ნაცონალური მოძრაობის“ არქიტექტონიკა როგორ არის აწყობილი?! ამ ე.წ. პარტიის წევრები ხელმძღვანელები სტრასბურგის სასამართლოში რატომ არ მიდიან და ამ გადაწყვეტილებას რატომ არ ასაჩივრებენ?! ტელეკოპანია „რუსთავი 2“-ს შეიძლება, კარგი მომავალი ჰქონოდა, რომ არა არხზე ორი გარყვნილი, ამაზრზენი ადამიანის ნიკა გავრამიასა და ლიდერი მიხეილ სააკაშვილის გავლენა. ჟურანლიტიკას ამოფარებული ეს ორი ადამიანი წლების განმავლობაში შხამავდა და აგინებდა საკუთარ მაყურებელს. პროვინციალური მარაზმი დასრულდა“, - განაცახდა ზაზა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2“- ის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და არც ერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა.