ახლა რა გავაკეთო?“-ისევ გაიფიქრა ნინომ, ფანჯარასთან მივიდა, გაიხედა გარეთ. და რას ხედავს?

ახლა რა გავაკეთო?“-ისევ გაიფიქრა ნინომ, ფანჯარასთან მივიდა, გაიხედა გარეთ. და რას ხედავს?

პუბლიცისტ დავით კალანდიას პოსტი სოციალურ ქსელში:

“პრესის ფურცლებიდან:
„ნინო ქათამაძე: – ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში! მინდა შევუერთდე მოთხოვნას, რომ გახარია უნდა გადადგეს! რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩვენი საერთო მტერი!“
. . .
ესეიგი…
ზოგჯერ ფიქრობ, რომ თეორიულად ცინიზმსა და უტიფრობას რაღაც საზღვარი უნდა ჰქონდეს. პრაქტიკა კი სულ სხვა შედეგებს დებს.
. . .
ივნისის ერთ მშვენიერ დილას, ნინო ქათამაძემ ქალაქ სარანსკის სამვარსკვლავიან სასტუმრო „Sportivnaya“ -ში გაიღვიძა და ისე ხმაურიანად დაამთქნარა, რომ მეზობელ ნომერში ხანში შესული მაჰარაჯა თავისი ჰარამხანადან იატაკზე გადმოვარდა, და შეშინებულმა ბუდას რჩევა თხოვა. მაგრამ ბუდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებდა.
ნინო წამოდგა, მსუქნად გაიზმორა, მერე გაახსენდა, რომ გუშინ მისი ბოლო კონცერტი იყო და ხასიათი წაუხდა.
„ახლა რა ჩემი ფეხები უნდა გავაკეთო?-იფიქრა ნინომ და თავის სრულ ფეხებს შეხედა.

2008 წლის შემოდგომიდან ის უწყვეტად მოგზაურობდა რუსეთის ფედერაციის ქალაქებში, სოფლებში, დაბებსა და დასახლებულ პუნქტებში. ყველგან იმღერა, ყველგან აიღო ჰონორარი და ყველგან მაყურებლეს თავი დაუკრა მადლობის ნიშნად. გასტროლები მორჩა და განმეორებით ტურზე პროდიუსერებმა უარი უთხრეს.

„ახლა რა გავაკეთო?“-ისევ გაიფიქრა ნინომ, ფანჯარასთან მივიდა და გაიხედა გარეთ. და რას ხედავს? ის ხედავს, რომ გახარია უნდა გადადგეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და პუწინი ჩვენი საერთო მტერია!

-ჩემი ხატია ქვეყანა, სახათე დეკანოიძე!-შეჰყვირა ნინომ, სასწრაფოდ ჩაალაგა ჩემოდანი, გადაიცვა ჩოხა -ახალუხი, მხრებზე შემოიხვია საქართველოს დროშა და აეროპორტისკენ მოჰკურცხლა, სადაც თვითმფრინავები ბუდობდნენ.

ქუთაისის აეროპორტში მას უკვე ელოდებოდნენ ქუთაისის აეროპორტის ნაციონალური მოძრაობის სექტორის წევრები, სამი ძღინკიანი ნაციონალი.

-მომეცით პარაბელუმი-იყვირა ტრაპიდან ნინომ- ახლავე გადავდივარ ღია ბრძოლაზე პუწინის რეჟიმთან. ხო, გახარია ხომ გადადგა?
-არა- სევდიანად უპასუხეს ძღინკიანებმა.

-როგორ თუ არა? მე ხომ ვთქვი რომ გადადგეს? მაშინ მეორე პარაბელუმიც მომეცით.
-ჩვენ პარაბელუმი არ გვაქვს-უპასუხა მთავარმა ძღინკიანმა-ჩვენ მხოლოდ ერთი სვისტოკი, ორი მათრახი და „S“ ზომის ტყავის კუპალნიკი გვაქვს.

-მომეცით-თქვა ნინომ-მე ჩემს ბრძოლაში ყველაფერს გამოვიყენებ. ძირს ივანიშვილის სისხლიანი რეჯიმი! გახარია გოუ ჰოუმ. თავისუფლება პოლიტპატიმარ ბაჩო…
ამ დროს ნინოს უკნიდან მისმა მენეჯერმა კობამ ფრთხილად დაადო სავსე მხარზე ხელი და ჩასჩურჩულა;

-ნინა, ჩელიაბინსკიდან დამირეკეს, ათი კონცერტი უნდათ.
-საიდან? ჩელიაბინსკიდან? ჩელიაბინსკი…ჩელიაბინსკი…ჩელიაბინსკი ხომ იაპონიაა?
-მმმმმმ…

-უთხარი, მოვდივარ!-მერე ძღინკიანებს მიუბრუნდა-თქვენ არ დაიშალოთ, დამელოდეთ, საქმეზე მივდივარ, დანტონს უნდა შევხვდე ინსტრუქტაჟისთვის. მალე დავბრუნდები და პარლამენტს ავაყირავებ. არც ერთი ნაბიჯი უკან! გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.
და ტრამპით უკან აირბინა თვითმფრინავში. ანუ, ტრაპით.”- წერს დავით კალანდია.

tngh ამ ქ-მა დაამახინჯა და დაასახიჩრა დიდი აკაკის და ვარინკა წერეთელის შედევრი, ქარტული ჰანგის კლასიკა "სულიკო"... და ეს თავს დებს პატრიოტობაზე???
6 წლის უკან