საოპერო მოღერალ ანიტა რაჭველიშვილის საქციელმა, არც მეტი არც ნაკლები, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გააღიზიანა. საუბარია მარგარიტა სიმონიანზე, რომელიც ინგლისურნოვან ტელეარხ RT-ისა და საერთაშორისო სააგენტო Rossiya Segodnya-ს მთავარი რედაქტორია. ორივე ეს მედია-საშუალება კრემლის მიერ ფინანსდება.
"კიდევ ერთმა ქართველმა მომღერალმა, ვინმე ანიტამ, ბოდიში მოუხადა თანამოქალაქეებს იმის გამო, რომ როდესღაც რუსეთში გამოდიოდა. მე ასეთი კითხვა მაქვს თანამოქალაქეებისადმი - ნუთუ ვინმეს მართლა უნდა დასვენება იმ ქვეყანაში, სადაც არტისტები იძულებულნი არიან ბოდიში იხადონ იმის გამო, რომ ჩვენთან შეხებით ერთგვარად გაისვარნენ?" - კითხულობს ტვიტერში მარგარიტა სიმონიანი.
"კი მაგრამ, არ გააჩნიათ რუსებს ლოზუნგი - "პატივი ეცი საკუთარ თავს"? კიდევ ცოტა და მეც კი რუს ნაციონალისტად გადავიქცევი," - წერს სიმონიანი.
აღსანიშნავია, რომ სიმონიანს, რომელსაც ტვიტერზე 560 000 ხელმომწერი ჰყავს, მათი უმრავლესობა არ დაეთანხმა.
"მთელი ეს ქართული სიძულვილი ჩვენკენ კი არა, თქვენკენ, პუტინის მწ***-ების წინააღმდეგაა მიმრთული," - წერს ხელმომწერი ნიკით "ბორმენტალი".
"არადა ბევრს აქ, რუსეთში იმის უფრო რცხვენია, რომ პუტინის სახელმწიფოში ცხოვრობს," - წერს კიდევ ერთი ხელმომწერი.