20 ივნისის ღამის სისხლიანი დარბევა – გიგი უგულავას გარდა, გამოკითხვაზე ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ბარამიძეც დაიბარეს.
ოპოზიციის ლიდერები დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ და გამოძიების შეკითხვებს პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ.
ირაკლი ოქრუაშვილი საზღვარგარეთაა, თუმცა თუ სასწრაფოა, ის მზად არის, საქართველოში დაბრუნებამდე დისტანციურად გასცეს პასუხები გამოძიებას მაგისტრი მოსამართლის ჩართულობით, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა შსს-ს წერილობით მიმართა და საგამოძიებო პროცესში მონაწილეობაზე მაგისტრი მოსამართლის ჩართულობით, თანხმობა ჯერ კიდევ 21 ივნისს განაცხადა, თუმცა აღნიშნული უპასუხოდ დარჩა. ამასთან, გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, სამინისტრო ოქრუაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების თაობაზე წინასწარ იყო ინფორმირებული.
ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოეხმაურება სოციალურ ქსელში აღნიშნულ თემაზე:
“ეს უკვე მოტყუვდა?
საზღვარგარეთ მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი შსს-ს სთავაზობს, „თუ მისი დაკითხვა სასწრაფოა“, გამოძიების კითხვებს დისტანციურად უპასუხოს”