პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე „ინტერპრესნიუსთან“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას გამოკითხვაზე დაბარების შესახებ საუბრობს.
„არ ვიცი, რას აპირებენ. მგონი, აპირებენ უგულავასაც დაადონ სამაჯური... ჩემი აზრით, ეს გამიზნულია იმისკენ, რომ დააშინონ. მითუმეტეს, როგორც მე მახსოვს, უგულავას წინააღმდეგ კიდევ რაღაც საქმეები მიმდინარეობს. ის გამოუშვეს, მაგრამ საქმეების ხელახლა ამოქმედებით რეალურად შეიძლება რაღაც შეუკერონ და ჩასვან ისევ ციხეში. ასე რომ, დაშინების მცდელობაა ალბათ. ვფიქრობ, ასე მარტივად არ დაშინდება,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ..