შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ უნდა გადაგდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის და თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
,,რა ხდებოდა პარლამენტს გარეთ, დეტალებში არ შევალ, თუმცა მთავარი რაც უნდა ითქვას აქ არის ის, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრის მცდელობას, რაც არის თავისთავად ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და ბუნებრივია, ამაზე პასუხი უნდა იყოს ხისტი.
რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს და კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის ყველაზე მძიმე იყო, რა თქმა უნდა, ადამიანების ფიზიკური დაზიანება, თვალის დაკარგვა – ეს იყო ყველაზე მძიმე და ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა ძალიან რთულია,თუმცა რაც შეეხება ზოგადად სამართალდამცავი ორგანოების პასუხს, ეს პასუხი იყო ბუნებრივია უალტერნატივო, ანუ იმ შეჭრის მცდელობას, ბუნებრივია სჭირდებოდა პასუხი.
კონკრეტულ გადაცდომებზე ჰქონდა საუბარი თავად შს მინისტრს. მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება და თუ დადგინდება, რომ კონკრეტულ შემთხვევბში ადგილი ჰქონდა გადაცდომას, ბუნებრივია, მიიღება შესაბამისი ზომები.
რაც შეეხება გიორგი გახარიას საკითხს, ამაზე გიორგი გახარიამ თავადაც გააჟღერა საკუთარი პოზიცია და ასევე გუნდმა გააჟღერა საკუთარი პოზიცია. ჩვენი საერთო პოზიციაა, რომ გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს და ბუნებრივია, მე ამას ვერაფერს დავამატებ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ