პოლიტიკური პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე “ტაბულას” დამფუძნებელს, ჟურნალისტ თამარ ჩერგოლეიშვილს მწვავედ აკრიტიკებს. ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილს “პოლიტიკურ მოვაჭრეს” უწოდებს.
”ევროებს ” ეს ჩერგოლეიშვილი ,დამოკლეს მახვილივით ჰყავთ! ეს კარგი და ლამაზი ახალგაზრდები ამდენს შრომობენ, მართლა გულწრფელად და … მღვრიე წყალში ”თევზის ჭერით” დაკავებული ზოგიერთ, მანიაკურად ”გაერთიანების”. მოწინააღმდეგეს – ანუ სულ ცოტა, ერთი მილიონი კაცის მოწინააღმდეგეს, ადგილი უნდა მიუჩინოთ, რომ ერთმა ”დამაქცევარმა პოლიტიკურმა მოვაჭრემ”, ორმოცდაათიათასი კაცი სახლში არ გაუშვას. ახალგაზრდები მაგრები ხართ, მართლა მაგრები! ვყვირი ხმის ჩახლეჩამდე, ეს დღეებია, რომ ”ძალა ერთობაშია”-ერთობაში!!! პოლიტიკოსების ჩართვა ყოველთვის აუცილებელია, იმაში მეც გეთანხმებით, რომ ნორმალური და მოაზროვნენი უნდა ჩაერთონ, ასეთებიც არიან ! კარგები-იმისტები, კარგები -ამისტები! მოაზროვნენი, სულ 3 ნახევარი მილიონი ვართ! რა ვქნა , რა ჰქნას ხალხმა მეტი?! რა დროს სასაცილო ”სელექციაა”?! ამხელა მუხტი, ყველას შრომა, ჩვენი შრომა, ახალგაზრდების თავდადებული შრომა- ”ჩერგოლეიშვილის ხლართებს,” როგორ უნდა გაანადგურებინო- საქართველოს დასავლეთი -ევროპა უნდა, ამათი -( ზოგიერთ გარიგებულ პოლიტიკოსს ვგულისხმობ) ბიძინასთან გარიგებული ”ევროები”კი არა! ხალხნო, ძალა ერთობაშია, ერთობაში!!! კოალიციური მთავრობით და კანონის უზენაესობით! და კანონებს ”თვალებისდამთხრელების გამპრავებელი” პარლამენტი კი არ უნდა გვთავაზობდეს-ისევ დამკვეთის როლში ოლიგარქი კი არ უნდა იყოს?! ძალა ერთობაშია- კანონის უზენაესობით!!! გაერთიანებულ ოპოზიციას, გაერთიანებულ საქართველოს გაუმარჯოს! ”ევროებზე ”გაყიდული პოლიტიკოსების გარეშე! პოზიცია უცვლელია! ძალა ერთობაშია!!!”, – წერს ჩარკვიანი.